ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ, სიცრუეა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ სიცრუეა. ამ ეტაპზე ე.წ. თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი.
„სხვადასხვა მედია საშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ე.წ. თევზის რესტორნების დემონტაჟი ხორციელდება. მოგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ობიექტის დემონტაჟი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კომპეტენციისა და კანონის სრული დაცვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ბათუმი




