1 245 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 301 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი – 42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც: • 5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 119, აჭარაში – 535, იმერეთში – 999.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 125, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.
• 920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 – თბილისში, 211- აჭარაში.
• 22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




