1 700-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 192 350 (+1 730) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.12.25-მდე: ტანკები – 11 427 (+6), ჯავშანტექნიკა – 23 758 (+21), საარტილერიო სისტემები – 35 205 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 571 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 262 (+1), თვითმფრინავები – 432 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 91 386 (+167), ფრთოსანი რაკეტები – 4 073 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 70 361 (+179), სპეციალური ტექნიკა – 4 027 (+1).





