Logo

10 მაისს რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში გაიმართება

Frontnews image description

10 მაისს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში გაიმართება.

მშობლები საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას.

"საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ვითხოვთ თანამედროვე პრეპარატების შემოტანას და მკურნალობის დაფინანსებას, რასაც დაავადების პროგრესის შეფერხება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.

მშობლები მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, მოდით აქციებზე და მხარი დაუჭირეთ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას", - აღნიშნულია მშობლების განცხადებაში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები