
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს