Logo

1000-ზე მეტი ოკუპანტი, 28 ჯავშანტექნიკა და 14 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
700
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

7 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ერთი დღის განმავლობაში კიდევ 1030 ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე განადგურდა მოწინააღმდეგის 14 ტანკი და 28 ჯავშანტექნიკა.

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 133 190 (+1030) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 07.02.2023-მდე: ტანკები – 3 245 (+14), ჯავშანტექნიკა – 6 443 (+28), საარტილერიო სისტემები – 2 232 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 461 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 227 (+0), თვითმფრინავი – 294 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1958 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 107 (+3), სპეციალური ტექნიკა – 208 (+5). 

Advertisement