Logo

1040 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
363
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 214 500 (+1 040) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.01.26-მდე: ტანკები – 11 515 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 865 (+2), საარტილერიო სისტემები – 35 857 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 595 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 269 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 101 849 (+406), ფრთოსანი რაკეტები – 4 137 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 224 (+122), სპეციალური ტექნიკა – 4 037 (+1).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები