11 მარტიდან “პოლიციის ფაილების” მესამე სეზონი იწყება

ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის – „პოლიციის ფაილების“ მესამე სეზონი იწყება. სერიალი ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 23:00 საათზე გავა.
"პოლიციის ფაილები" Investigation Discovery-ის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი სერიალია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და Nova Productions-ის ერთობლივი პროდუქტია.
სერიალი მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს საქართველოს პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა, საგამოძიებო პროცედურები და დაანახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.
სერიალის ძირითადი სცენარი აგებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც დღესდღეობით დიდ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში, ესენია: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალური სამყაროს, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.
ხუთშაბათობით ფილმის ნახვა მოქალაქეებს, ტელეკომპანია "იმედზე" ჩვენების პარალელურად, სოციალურ ქსელშიც შეუძლიათ – შინაგან საქმეთა სამინისტროს და "პოლიციის ფაილების" ოფიციალურ გვერდებზე.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


