11 მარტს საწვავზე გაზრდილ ფასს კვლავ გააპროტესტებენ


ავტორი
Front News საქართველო
11 მარტს ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და სამოქალაქო აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასს კვლავ გააპროტესტებენ. ამჯერად ისინი პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ და "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტობანს გადაკეტავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ გამაფრთხილებელი აქცია უკვე ორჯერ გამართეს და რადგან ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ დააკამყოფილა, არ გაჩერდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ.
"11 მარტს ქუთაისში გაიმართება აქცია. გავაპროტესტებთ ბენზინის კატასტროფულ, ყოველდღიურ გაძვირებას და მოვითხოვთ პასუხს იმ ადამიანისგან, ვისაც ეს საკითხი ეკუთვნის. ვდგამთ შედარებით ხისტ ნაბიჯს, იგეგმება "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტობნის პარალიზება. ასე რომ. გელოდებით ყველას", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები ქუთაისში, საღორიაზე, "სპორტის-სასახლის" ტერიტორიაზე 11:00 საათზე შეიკრიბებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს