Logo

13-14 თებერვალს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

საზოგადოება
527
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და  ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.  

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია  მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

თაგები:

Advertisement