13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომლის თქმით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
რაც შეეხება 13 წლის ბიჭს, ექიმის თქმით, ის პედიატრიაულ კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დაშავებულია კიდევ ერთი მოზარდი, რომლის მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, შედარებით დამაკმაყოფილებელია.
თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანი გუშინ გაიხსნა.
თაგები:
კლინიკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს