Logo

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

პოლიტიკა
114
Frontnews image description

14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს  მოუსმენს. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ "საქართველოსთვის“ წარადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება. 

პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის განხილვა  ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.

პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იმსჯელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზეც.

კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები