1400 ოკუპანტი, ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 489 870 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.05.24-მდე: ტანკები – 7547 (+18), ჯავშანტექნიკა – 14 552 (+14), საარტილერიო სისტემები – 12 603 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1071 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 800 (+2), თვითმფრინავები – 353 (+2), ვერტმფრენები – 326 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10 073 (+45), ფრთოსანი რაკეტები – 2200 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17 104 (+56), სპეციალური ტექნიკა – 2069 (+7).
რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეებში რუსული დანაკარგები გაიზარდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს