Logo

16-17 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
201
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 16 აგვისტოდან – 17 აგვისტოს დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. საფრთხის დონე საშუალოა", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement