Logo

16 წლამდე ვაჟთა საფეხბურთო ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

სპორტი
159
Frontnews image description

9 და 11 ნოემბერს საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები, სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება.

ორი საშინაო მატჩისთვის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები მომავალი წლის შემოდგომაზე, 17 წლამდე ნაკრების ეგიდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

Advertisement