Logo

"18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული "დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა"

პოლიტიკა
95
Frontnews image description

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში  აღნიშნულია ისიც, რომ ერთადერთი, რასაც  „დიპ სტეიტის“ აგენტურა ვერ პატიობს საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

"არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“,- წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რა მიზეზით მოხდა დიდი ბრიტანეთის დაშორება ევროკავშირთან, ამით „დიპ სტეიტმა“ ჩამოაყალიბა მის მიერ მართული კიდევ ერთი განცალკევებული ცენტრი, რომელიც მთლიანად მისი გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიპ სტეიტი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიპ სტეიტი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement