Logo

19 ივლისს საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან

პოლიტიკა
16.07.2021 / 15:58
774
Frontnews image description

საქართველოს 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვევიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.

 

კონფერენცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.

 

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

 

დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები