200 ოკუპანტი, 17 ჯავშანტექნიკა, ერთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი – რუსეთის დანაკარგი უკრაინაში ერთ დღეში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 44 300 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.08-მდე: ტანკები – 1 889 (+3), ჯავშანტექნიკა – 4 179 (+17), საარტილერიო სისტემები – 1010 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 265 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 136 (+0), თვითმფრინავი – 234 (+1), ვერტმფრენები – 197 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 793 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 190 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 061 (+7), სპეციალური ტექნიკა – 93 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს