Logo

21 დრონი, 29 საარტილერიო სისტემა, 730 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
621
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 203 160 (+730) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.05.2023-მდე: ტანკები – 3783 (+2), ჯავშანტექნიკა – 7398 (+16), საარტილერიო სისტემები – 3258 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 564 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 327 (+2), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2822 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 1011 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6115 (+12), სპეციალური ტექნიკა – 425 (+2). 

Advertisement