21 ივნისს კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
21 ივნისს ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მარიანა კირაკოზოვა, ანა ლომიაშვილი, ვიქტორია სურმავა და მარიკო ებრალიძე.
საღამოზე შესრულდება ოთარი ტატიშვილის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამო 19:00 საათზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართება.





