Logo

21 წლის რუს სამხედროს ომის დანაშაულისთვის უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინა
592
Frontnews image description

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს ომის დანაშაულის ჩადენის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 21 წლის სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი პირველია, ვინც ამ ბრალდებით გასამართლდა.

 

მას ბრალად 28 თებერვალს უკრაინის სოფელ ჩუპახივკაში, 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობა ედება.

 

ჯარისკაცმა აღიარა, რომ მშვიდობიან, უიარაღო მოქალაქეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მაგრამ პროცესზე თქვა, რომ ის მოქმედებდა ბრძანების მიხედვით და პატიება სთხოვა მოკლულის ქვრივს.

Advertisement