22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა შესაძლოა, დედამიწაზე ჩამოვარდეს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, პენტაგონი ახლოდან აკვირდება ჩინეთის კოსმოსურ რაკეტას, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა და ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება.
ის დედამიწას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, ამ კვირის ბოლომდე ჩამოვარდეს.
რაკეტა სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და 22 ტონას იწონის. ის ამ წუთებში კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.
რაკეტა იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს. პენტაგონის თქმით, იმის განსაზღვრა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა, ბოლო საათებამდე რთული იქნება.
საუკეთესო შემთხვევაში, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს