23 - 26 სექტემბერს გორი "საგუნდო მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს

ავტორი
Front News საქართველო
23 - 26 სექტემბერს გორი "საგუნდო მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს.
ფესტივალი 23 სექტემბერს 18:30 საათზე ერისთავის თეატრის ეზოში საზეიმოდ გაიხსნება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში (577 39 03 50) ასევე ვებგვერდის - biletebi.ge - ის საშუალებით.
თაგები:
გორი




