Logo

23 ნოემბერს საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი

საზოგადოება
1227
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

 

“მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები