Logo

23 სახლი, 32 ბინა, 30 მიწის ნაკვეთი, 26 მანქანა, იახტა – სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა

უკრაინა
1377
Frontnews image description

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს მოძრავი და უძრავი ქონება – 154 ობიექტი დააყადაღა.

 

დაყადაღებულ ქონებას შორის არის – 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 26 მანქანა, 17 საპარკინგე სივრცე და 1 მოტორიზებული იახტა.

 

ოჯახს 25 კომპანიაში კაპიტალის წილიც ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.

 

ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებული დეპუტატი უკრაინის დატოვებას გეგმავდა.

Advertisement