Logo

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
1588
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

 

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 367 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 160  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.34%.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები