24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.16%
თაგები:
კორონავირუსი




