24 საათში საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 556 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%
თაგები:
კორონავირუსი




