24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.48%.
თაგები:
კორონავირუსი




