24 საათში საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 109 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %
თაგები:
კორონავირუსი




