24 საათში საქართველოში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 474 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %
თაგები:
კორონავირუსი




