24 საათში საქართველოში კორონავირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 72 587 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%
თაგები:
კორონავირუსი




