24 საათში საქართველოში კორონავირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 531 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%
თაგები:
კორონავირუსი




