24 საათში საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 251 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33.61%
თაგები:
კორონავირუსი




