24 საათში საქართველოში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 187 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 31.11%
თაგები:
კორონავირუსი




