24 საათში საქართველოში კორონავირუსით 57 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 65 829 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.88%
თაგები:
კორონავირუსი




