24 თებერვლიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 229 ბავშვი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 229 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.
ოფიციალური მონაცემებით, 16 მაისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში დღემდე 229 ბავშვი დაიღუპა და 421 დაშავდა.
ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში – 140, კიევში – 116, ხარკოვში – 100, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 48, ლუგანსკში – 45, მიკოლაევში – 44, ზაპოროჟიეში – 28, სუმში – 17, კიევში – 16 – ჟიტომირში 15.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1748 სასწავლო დაწესებულება, მათგან 144 მთლიანად განადგურდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს