Logo

240 ოკუპანტი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
402
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 300 (+240) ჯარისკაცი დაკარგა.         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.09-მდე:  ტანკები – 2 262 (+8), ჯავშანტექნიკა – 4 807 (+11), საარტილერიო სისტემები – 1361 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 327 (+1).           

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 170 (+0), თვითმფრინავი – 255 (+1), ვერტმფრენები – 220 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 956 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 240 (+1).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                      

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 681 (+22), სპეციალური ტექნიკა – 126 (+0).     

 

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.

Advertisement