Logo

26 დეკემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
1605
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა – ზოგან  ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე  შტორმი.

 

“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის,  და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები