Logo

28 მარტს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფო კანცელარიის წინ აქციას გამართავენ

Frontnews image description

28 მარტს, 17:00 საათზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფო კანცელარიის წინ აქციას გამართავენ.

მშობლები საზოგადოებას მიმართავენ, დაუჭირონ მხარი და აქციას შეუერთდნენ.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. სახელმწიფოს უმოქმედობის გამო ყოველ წელიწადს იღუპებიან ბავშვები. 3 მარტს გამოვემშვიდობეთ 17 წლის ავთო ბრეგაძეს, რომელიც დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ვითხოვთ აუცილებელი პრეპარატების შემოტანას, კვლევების და მკურნალობის მხარდაჭერას. უკვე სამი თვეა, უშედეგოდ ვითხოვთ შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან.

მოგმართავთ საზოგადოებას, დაგვიჭირეთ მხარი და შემოგვიერთდით აქციაზე შაბათს, 28 მარტს 17:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიის წინ", - აღნიშნულია მშობლების განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები