28 მარტს გლდანის ციხესთან აქცია – “გოგი წულაიას თავისუფლებისთვის!” გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას თავისუფლებისთვის! – სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა. აქცია 28 მარტს, 14:00 საათზე, გლდანის ციხესთან გაიმართება.
"ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში, გელოდებით ყველას 28 მარტს, 14:00 საათზე, გლდანის ციხესთან. დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში !"- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


