Logo

29 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
1264
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 

 

26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა, +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.

 

28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს.ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. 

 

თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

 

28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები