Logo

3 ჩამოგდებული ვერტმფრენი და 150 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
337
Frontnews image description

უკრაინელმა მებრძოლებმა ერთ დღეში კიდევ 150 ოკუპანტი გაანადგურეს და მტრის სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, – განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აქვეყნებს.  

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 45 900 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.                                                    

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.08-მდე:  ტანკები – 1 929 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 245 (+2), საარტილერიო სისტემები – 1037 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 272 (+6).         

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 148 (+1), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 202 (+3), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 828 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 196 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).            
 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 160 (+0), სპეციალური ტექნიკა – 99 (+0).  
 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა კვლავ დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement