Logo

3 მაისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
575
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

 

მისივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები