3 ვერტმფრენი, 172 დრონი, 1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 020 010 (+1070) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.06.25-მდე: ტანკები – 10 980 (+4), ჯავშანტექნიკა – 22 922 (+7), საარტილერიო სისტემები – 29 718 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1427 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1189 (+0), თვითმფრინავები – 420 (+4), ვერტმფრენები – 340 (+3), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42 796 (+172), ფრთოსანი რაკეტები – 3336 (+42).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 53 593 (+85), სპეციალური ტექნიკა – 3921 (+0).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 29 ივნისს ფრონტზე 104 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტრის თავდასხმების უმეტესობა პოკროვსკის მიმართულებით იყო.
გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში კიროვსკოეს აეროდრომზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ განადგურებულია Pantsir-S1 საზენიტო სარაკეტო სისტემა და ვერტმფრენები - Mi-8, Mi-26 და Mi-28.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს