Logo

3 ვერტმფრენი და 1000-მდე ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
371
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 102570 (+960) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.09.25-მდე: ტანკები – 11 194 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 282 (+1), საარტილერიო სისტემები – 32 999 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1493 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1218 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 344(+3), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 62 001 (+403), ფრთოსანი რაკეტები – 3 747 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 62 363 (+118), სპეციალური ტექნიკა – 3969 (+0).

Advertisement