30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა.
"საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში 30 აგვისტოს ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა, ხოლო 6 სექტემბერს, ღამით აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით უკან დაბრუნდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ერევანმა ბაქოს ნებართვა სთხოვა ნიკოლ ფაშინიანისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე და თანხმობა მიიღო.
„ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს