320 ოკუპანტი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 60 430 (+320) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.10-მდე: ტანკები – 2 380 (+3), ჯავშანტექნიკა – 4 991 (+16), საარტილერიო სისტემები – 1405 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 338 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 176 (+0), თვითმფრინავი – 265 (+1), ვერტმფრენები – 228 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1026 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 811 (+15), სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს