35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის რუსთავში 4 პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
სამ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს, მეოთხეს კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედება ბრალად.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
“ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული.
ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.
ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს