Logo

350 სამხედრო, 17 ტანკი და ერთი ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
516
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 61 680 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 07.10-მდე:  ტანკები – 2 466 (+17), ჯავშანტექნიკა – 5 064 (+29), საარტილერიო სისტემები – 1455 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 344 (+0).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 177 (+0), თვითმფრინავი – 266 (+0), ვერტმფრენები – 233 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1067 (+20), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 862 (+8), სპეციალური ტექნიკა – 135 (+1).   

 

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.

Advertisement